"სწორებას გავაკეთებთ ახალ, ისეთ საინტერესო მიმართულებებზე, როგორიცაა ევროკავშირის ქვეყნები", - ამის შესახებ BM.GE-ს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის წლის შემაჯამებელი პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.
კითხვაზე - გეგმავს თუ არა ტურიზმის ადმინისტრაცია მარკეტინგული კამპანიის განხორციელებას ტრადიციულ ბაზრებზე, როგორიცაა რუსეთი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქვეყნის სტრატეგია 2020 წელს ბაზრების დივერსიფიცირებაა.
"2020 წლის დასაწყისში გვექნება გეგმების წარდგენა. უმთავრესად ჩვენ სწორებას ვაკეთებთ ისეთ ქვეყნებზე, სადაც გვაქვს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის რუსეთი არ არის საინტერესო, ძალიან საინტერესო ბაზარია, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი გაკეთდა საქართველოს ცნობადობისთვის, პოზიციონირებისთვის რუსეთში, რაც გულისხმობს და აისახება უშუალოდ ციფრებში, იმიტომ რომ მიუხედავად არსებული გამოწვევისა, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში სხვადასხვა გზებით ჩამოდიან, სახმელეთო საზღვრით და შესაბამისად, ჩვენ იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგია არის ბაზრების დივერსიფიცირება, სწორებას გავაკეთებთ ახალ, ისეთ საინტერესო მიმართულებებზე, როგორიცაა ევროკავშირის ქვეყნები, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს მხარჯველუნარიანი ტურისტების წილი", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, მათ უკვე მზად აქვთ მარკეტინგული აქტივობების გეგმა, რომელსაც კერძო სექტორს წარუდგენენ და მხოლოდ მათგან მიღებული უკუკავშირის შემდეგ განახორციელებენ.
"ჩვენ უკვე მზად გვაქვს ის სამოქმედო გეგმა, რომლიც 2020 წლის მარკეტინგულ აქტივობებს ეხება. ჩვენ გამიჯნული გვაქვს ის ქვეყნები და მთავარი აქცენტირება გვაქვს ისეთ ქვეყნებზე, სადაც პირდაპირი საჰაერო მიმოსვლებია. ჩვენ ვაპირებთ, რომ აღნიშნული გეგმა წარვუდგინოთ კერძო სექტორს და მხოლოდ მათი პოზიტიური უკუკავშირის შემდგომ განვაგრძობთ იმ აქტივობების განხორციელებას, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდას", - ამბობს მარიამ ქვრივიშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის