მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სწრაფ ტესტებზე შეჩვეული ვართ ცრუ უარყოფით პასუხებს, თუმცა არის ცრუ დადებითი პასუხებიც"

5ea13a32240d2
ინგა მურუსიძე
23.04.20 11:05
1540
რომელიმე სწრაფ ტესტზე ჩვენი კლინიკა ვერ ჩამოყალიბდა, რადგან არ მოგვცა ისეთი სანდოობის კოეფიციენტი, რომელსაც შეიძლება დავეყრდნოთ, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

„ჯერჯერობით ჩვენ სტაციონარიზებულ პაციენტებზე პრობლემა არ შეგვქმნია, რომ ტესტი დაგვიანებულიყოს, ან არ ჩატარებულიყოს. შესაბამისად, მე არ შემიძლია განვსაზღვრო, არის თუ არა ქვეყანაში ტესტების საჭირო რაოდენობა. ტესტები არის ძალიან მრავალფეროვანი, ეს არ არის მხოლოდ ერთი ტესტი. ჩვენს კლინიკაში არაერთი ტესტი გატესტილა სხვადასხვა ქვეყნის წარმოების, თითოეულს აქვს თავისი მანუალი, სადაც განსაზღვრულია, როგორც დაავადების ხანგძლივობა, ისე სხვა დეტალები. სწრაფ ტესტებს აქვს როგორც ცრუ დადებითი, ისე ცრუ უარყოფითი პასუხები. ძირითადად შეჩვეული ვართ ცრუ უარყოფით პასუხებს, თუმცა არის ცრუ დადებითი პასუხებიც. რომელიმე სწრაფ ტესტზე ჩვენი კლინიკა ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა, რადგან არ მოგვცა ისეთი სანდოობის კოეფიციენტი, რომელსაც შეიძლება დავეყრდნოთ“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.