13.მაისი .2020 16:46

"სწრაფი ტესტები დაავადების დიაგნოსტიკისთვის არ არის რეკომენდირებული"-ამირან გამყრელიძე

views 256
უკან

სწრაფი ტესტები დაავადების დიაგნოსტიკისთვის არ არის რეკომენდირებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არც ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაცია, არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, არც ევროპის წამლის სააგენტო არ იძლევა რეკომენდაციებს, რომ სწრაფი ტესტები გამოყენებული იქნას დიაგნოსტიკური მიზნით.

"სწრაფი ტესტები დაავადების დიაგნოსტიკისთვის არ არის რეკომენდებული. ამ დაავადების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ PCR ტესტები, ე.წ. მოლეკულური ტექნოლოგიებზე დამყარებული ტესტები. სწრაფი ტესტები უკვე ბევრია მსოფლიო ბაზარზე, თუმცა ჯერჯერობით  მათი სპეციფიკურობა და მგრძნობელობა არ არის მაღალი. ალბათ, დროთა განმავლობაში, ისინი დაიხვეწება" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა