Apple-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გრეგ იოსვიაკის განცხადებით, მომავალი წლისთვის კომპანია სრულ შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ახალი iPhone-ი USB Type C დამტენით აღიჭურვება.
"ცხადია, ჩვენ ევროკავშირის რეგულაციების დაცვა მოგვიწევს, სხვა გზა არ არის", - ასე უპასუხა იოსვიაკმა ჟურნალისტის შეკითხვას, ექნებოდა თუ არა Apple-ის ახალ სმარტფონს, რომელიც მომავალ წელს უნდა გამოვიდეს, USB Type C დამტენი.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ევროკავშირმა ახალი რეგულაცია დაამტკიცა, რომელიც EU-ს მასშტაბით ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნას ითვალისწინებს და უკლებლივ ყველა მწარმოებელს ავალდებულებს, მობილური ტელეფონები, პლანშეტები და კამერები 2024 წლამდე USB Type C-ით აღჭურვონ.
აღნიშნული ცვლილება პირდაპირ ეხება კომპანია Apple-ს, რომელიც iPhone-ისთვის საკუთარ USB Lightning-ს იყენებს, რომელიც Type C-სთან შედარებით გაცილებით უფრო ნელი და არაპრაქტიკულია, როგორც უშუალოდ ელექტროენერგიის, აგრეთვე მონაცემების ჩატვირთვის მიმართულებით.
USB-C-ს ამჟამად თითქმის ყველა თანამედროვე სმარტფონი და პლანშეტი იყენებს, გარდა Apple-ისა, შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება რეალურად მხოლოდ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტს ეხება, რომელსაც ევროკავშირის კანონმდებლობასთან ადაპტირება მოუწევს.
როგორც Apple-ის ოფიციალური წარმომადგენლობა ადასტურებს, ახალი iPhone 15 სერია აწ უკვე მოძველებული Lightning-ის ნაცვლად Type C-ის მიიღებს, რაც მომხმარებელთათვის პოზიტიურ სიახლეს წარმოადგენს, რადგან ახალი პორტით უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი სმარტფონის დატენა და კომპიუტერში მონაცემების გადატანა.
გარდა ამისა, სტანდარტიზების ყველაზე ცალსახა უპირატესობა სწორედ ისაა, რომ ყველა სმარტფონი, პლანშეტი, ყურსასმენი თუ სმარტ საათი ერთნაირი დამტენით დაიტენება, იქნება ეს Google Pixel, Samsung Galaxy თუ Apple iPhone.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი