მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სხვა ქვეყნების “მაკდონალდსებიდან” ჩამოდიან საქართველოში სამუშაოდ” - “მაკდონალდს საქართველოს” დირექტორი

6346b668608b6
ნინი ლონგურაშვილი
15.10.22 21:30
3162
“იკვეთება ტენდენცია, რომ სხვა ქვეყნებიდან სურთ საქართველოს "მაკდონალდსში" დასაქმება”,  - ამის შესახებ “მაკდონალდს საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ კაპანაძემ, BMG-ისთან სამუშაო ძალის დეფიციტის შეფასებისას  განაცხადა. 
 
"ჩვენ ვცდილობთ, კადრები თავად გავზარდოთ, გამომდინარე იქიდან, რომ “მაკდონალდსს” საკმაოდ მაღალი მოთხოვნები და სტანდარტები აქვს. მაგრამ არის ტენდენცია, სხვა ქვეყნის “მაკდონალდსებიდან” ჩვენი თანამემამულეები ჩამოდიან და აქ უნდათ რომ დასაქმდნენ, ამას ჩვენ ცხადია, სიამოვნებით შევუწყობთ ხელს. 
 
პირადად მე დამიკავშირდნენ გერმანიის “მაკდონალდსიდან” ქართველები, ვინც იქ მუშაობს და სხვათაშორისო მენეჯერულ პოზიციებს იკავებენ. შევთანხმდით უკვე აქ დასაქმებაზე. ისინი მომავალ თვეს ჩამოვლენ უკვე საქართველოში", - აბობს თენგიზ კაპანაძე.
 
ცნობისთვის: „მაკდონალდს საქართველომ“ 1999 წლიდან დღემდე, სხვადასხვა მიმართულებით 125 მილიონი ლარის ინვესტირება განახორციელა, ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი კი 150 მილიონ ლარს აღწევს. აქედან მხოლოდ ბოლო ორ წელიწადში - 2021 და 2022 წლებში ბიუჯეტში შენატანი 33 მილიონ ლარზე მეტია. 
 
ამასთან, კომპანია ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელიცაა - დღეის მდგომარეობით, „მაკდონალდს საქართველო“ 1 500-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.