27.დეკემბერი .2019 23:37

"სხვა თბოსადგურებისგან განსხვავებით, გარდაბანი 2 არ მიიღებს გარანტირებული სიმძლავრის საფასურს" - „გალტ&ტაგარტი“

views 307
უკან

"სხვა თბოსადგურებისგან განსხვავებით, გარდაბანი 2 არ მიიღებს გარანტირებული სიმძლავრის საფასურს". ამის შესახებ „გალტ&ტაგარტ“-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაშია საუბარი.

დოკუმენტის მიხედვით, 250 მგვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგური გარდაბანი 2 სატესტო რეჟიმში ჩაირთო და ის აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგებით და ძველ სადგურებთან შედარებით უფრო ეფექტურად შეძლებს ელექტროენერგიის წარმოებას.

"ამ თბოსადგურის 14-წლიანი გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით ყოველწლიურად შესასყიდი 1,200 კვტ.სთ-ისთვის ტარიფი კვტ.სთ-ზე 5.5 აშშ ცენტით განისაზღვრა. გარდაბანი 2-ის მფლობელია სახელმწიფო კომპანია საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაცია“, - წერია „გალტ&ტაგარტ“-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა