მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სხვებმაც გააკეთეს, თუმცა პირველი მე ვიყავი..." - რომელი პროექტია ჭყონიასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

5f524a6c8748b
ინგა მურუსიძე
04.09.20 19:30
3171
ბიზნესმენი თემურ ჭყონია მის მიერ შექმნილ ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტად ბუნებრივი გაზის მოპოვების დანერგვას ასახელებს.

„საქმიანი დილის“ რუბრიკა BMG DRIVE-ში სტუმრობისას ჭყონიამ იმ ტექნოლოგიაზე ისაუბრა, რომელიც პირველმა, 20 წლის წინ საქართველოში დანერგა.

„ნახშირორჟანგი გამოიყენება გაზირებულ სასმელებში. ეს ნახშირორჟანგი იწარმოებოდა რუსთავის აზოტის ქარხანაში და ყველაფერი იყო ქიმიური პროცესის შედეგი. საქართველოში კი წყალს მოყვება ნახშირორჟანგი. არსებობს ტექნოლოგია, რომლითაც წყალს გამოაცლი ნახშირორჟანგს, გაათხევადებ, ჩაასხამ ცისტერნაში და მოახდენ გაზიანი სასმელების ქარხნის, ან სამედიცინო წარმოების მომარაგებას - ეს არის ბუნებრივი გაზი, რომელიც ქიმიური შემადგენლობისგან ძალიან განსხვავდება. დაახლოებით 20 წლის წინ ვიყიდეთ ერთი დანადგარი გერმანიაში, მეორე - სინგაპურში, ვარძიაში გავბურღეთ, ამოვიღეთ წყალი და დღეს ერთ-ერთი სერიოზული მიმწოდებელი ვართ თხევადი გაზის. მერე სხვებმაც გააკეთეს, თუმცა მე პირველი ვიყავი. ეს პროექტი უფრო სერიოზულად მიმაჩნია, ვიდრე სხვები“, - განაცხადა ჭყონიამ.

გარდა ამისა, ჭყონიამ იმ პროექტზეც ისაუბრა, რომელიც კოკა-კოლას დიდუბიდან მუხრანის ველზე გადატანას ეხებოდა.

„პროექტის დაწყების დროს სისწრაფე მიყვარს. გასული წლის 2 სექტემბერს დავიწყეთ „კოკა კოლის“ გადატანა დიდუბიდან მუხრანის ველზე. არ მჯერა, რომ ერთ წელიწადში შესაძლებელი იყო ამის განხორციელება. ბოლომდეა დასრულებული ეს პროექტი“, - აღნიშნა ჭყონიამ.

გადაცემა სრულად