მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოქალაქეებს გაზმომარაგების პრობლემა არ ექნებათ"

5e7377b7d0125
ლევან თაღიაშვილი
19.03.20 19:10
855
„თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენი კომპანიიდან დედაქალაქის გაზმომარაგებას არაფერი ემუქრება. მინდა მშვიდად იყვნენ ჩვენი მოქალაქეები და იცოდნენ, რომ გაზმომარაგება უპრობლემოდ გაგრძელდება",- აცხადებს "თბილისი ენერჯის" დირექტორი კომერციული და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საკითხებში ედიშერ ხორავა.

მისი თქმით, კომპანია სრულადაა დისტანციურ რეჟიმზე გადასული, თუმცა, მიუხედავად ამისა ოპერირებაში პრობლემა არ შექმნილა. მისი თქმით, დიდი სამუშაოებია ჩატარებული, რათა მომხმარებლებმა ციფრულად მიიღონ კომპანიის მომსახურება.

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე გავითვალისწინეთ WHO-ს, ასევე "დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" რეკომენდაციები. გავატარეთ მთელი რიგი ღონისძიებები, რათა მომხმარებლებს ჩვენი სერვისი დისტანციურადაც მიეღოთ. ამისთვის სრულად შევზღუდეთ მომსახურების ცენტრების მუშაობა, დავნერგეთ დისტანიცური სერვისი. ასევე გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა გადავდეთ ვიზიტები მომხმარებლებთან, საუბარია მრიცხველებიდან ჩვენებების აღებაზე. დღეს ვახორციელებთ ამას სატელეფონო კომუნიკაციის რეჟიმში. ჩვენი წარმომადგენლები საჭირო დროს დაურეკავენ მომხმარებლებს და ასე მიიღებენ ინფორმაციას,“- განაცხადა მან.