მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თანამშრომლები გვყავს კიევში, ოდესასა და დნეპრში, ისინი ღამეს თავშესაფარში ათევენ" - Phubber-ის თანადამფუძნებელი

621cfffb43126
სალომე ჭიპაშვილი
01.03.22 00:20
774
Phubber-ის ოპერირება უკრაინაში შეჩერებულია. ამის შესახებ „საქმიან დილაში“ კომპანიის თანადამფუძნებელმა გიორგი ჩუგოშვილმა განაცხადა.

„ჩვენ თანამშრომლები გვყავს კიევში, ოდესასა და დნეპრში. ამჟამად ისინი ღამეს თავშესაფარში ათევენ, უსაფრთხოდ არიან, თუმცა კომპანიის საქმიანობა უკრაინაში ამ ეტაპისთვის შეჩერებულია“, - განაცხადა გიორგი ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ახლა ბიზნესის მხოლოდ ის მიმართულებები მუშაობს უკრაინაში, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - სურსათის მაღაზიები, აფთიაქები და მეტროპოლიტენი ნაწილობრივ, თუმცა მოსახლეობას ხელი მიუწვდება ყველანაირ სერვისზე, იქნება ეს ელექტროენერგია, წყალი თუ ინტერნეტი.

„სერვისი უკრაინაში ბოლომდეა გამართული. მოსახლეობას თავი რომ ჰქონდეს, შეკვეთების მიღებასა და მიწოდებასაც შევძლებდით. Phubber-ის აპლიკაციას რამდენიმე ათასი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც აპლიკაციასაც ხშირად სტუმრობდნენ და ტრანზაქციებსაც ახორციელებდნენ“, - აღნიშნა Phubber-ის თანადამფუძნებელმა.

კომპანიამ ტექნოლოგია ისე გადააწყო, რომ ყველა ქვეყანაზეა მორგებული და თუ იურიდიულად ყველა საკითხი მოგვარდება, Phubber-ს 1 თვეში ნებისმიერ ქვეყანაში ოპერირების დაწყება შეუძლია.

Phubber სამოსისა და აქსესუარების გაყიდვის ქართული პლატფორმაა, რომელიც უკრაინულ ბაზარზე აგვისტოში გამოჩნდა. დღევანდელი მონაცემებით კომპანია უკვე უზბეკეთშიც არის რეგისტრირებული და ეს პროცესი ყაზახეთშიც დაწყებულია.