მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხარვეზები საერთაშორისო დაბეგვრის სისტემაში- რა პრობლემებზე საუბრობენ ინვესტორები?

BM.GE
25.07.23 23:38
117
სახელმწიფომ უნდა დაამკვიდროს ჯანსაღი პრაქტიკა, რომ არ დააფრთხოს ინვესტორი - ამის შესახებ კომპანია ანდერსენ ჯორჯიას იურისტმა საერთაშორისო დაბეგვრის სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბროსას განაცხადა. როგორც ის ამბობს, დღეს ინვესტორები საერთაშორისო დაბეგვრის პროცესში მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდებიან, რამაც შესაძლოა ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას ხელი შეუშალოს. მისი თქმით, ყველაზე მწვავე პრობლემა ინვესტორის მხრიდან სესხის გაცემას ეხება, ამ დროს წარმოიქმნება ორაზროვნება, ეს სესხია თუ კაპიტალში თანხის ფარული შეტანა. ბიზნესი სახელმწიფოს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ და კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებისკენ მოუწოდებს.