08.ნოემბერი .2019 14:25

"TBC-ის მოვლენები", "გავრილოვის ღამე", - გაჩეჩილაძე ქართული კომპანიების აქციების ფასის შემცირების მიზეზებზე

views 540
უკან

ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE) არსებული ყველა ქართული კომპანიის აქციების ღირებულება გასული 12 თვის განმავლობაში შემცირებულია. კონკრეტულად კი ერთწლიან ჭრილში "საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 12.1%-ით არის შემცირებული, "თიბისის" (TBCG) აქციების ღირებულება 17.4%-ით ნაკლებია, საქართველოს კაპიტალის (CGEO) აქციების ღირებულება ბოლო ერთ წელში 18%-ით არის შემცირებული, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აქციები კი 25%-ით უფრო ნაკლებ ფასად ივაჭრება, ვიდრე ერთი წლის წინ.

BMG-ის კითხვაზე, რა შეიძლება იყოს აღნიშნული შემცირების მიზეზი, "საქართველოს ბანკის" CEO არჩილ გაჩეჩილაძე კლების გამომწვევ რამდენიმე ძირითად ფაქტორს ასახელებს.

კითხვა: ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული ყველა ქართული კომპანიის აქციების ფასი არის შემცირებული. რა მიზეზებს უკავშირებთ თქვენ ამ კლებას?

პასუხი: "რამდენიმე ძირითადი ფაქტორი შეიძლება გამოიყოს. ერთ-ერთი არის ივნისის მოვლენები და ლარის სისუსტე, ამასთან ერთად არის საკითხი გამჭვირვალობის, თუ რას უნდა ელოდოს ბაზარი ახალი რეგულაციების კუთხით და ამ მიმართულებით უფრო მეტი ნაბიჯების გადადგმა შეიძლება."

კითხვა: შეიძლება თუ არა ამის მიზეზი იყოს "თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებული მოვლენები?

პასუხი: "დიახ, დადებითად არ იმოქმედებდა ეს მოვლენაც".

ლონდონის საფონდო ბირჟიზ მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერი საქართველოს ბანკისთვის წარმატებული თვეა. ნოემბერში ვაჭრობა ერთ აქციაზე 12.99 გირვანქა სტერლინგზე გაიხსნა, 8 ნოემბრის მდგომარეობით კი აქციების ღირებულება 14.79 გირვანქა სტერლინგამდე არის გაზრდილი. ამ დროისთვის ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 723.8 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა