მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილღვინო" - ქართული ღვინის საერთაშორისო წარმატება

5fe0877d1ff3b
ვიქტორია მღებრიშვილი
21.12.20 17:35
1511
ქართული ღვინის ისტორიული წარმატება - ლონდონში International Wine Challenge-ის საერთაშორისო კონკურსზე ქართულმა ღვინომ პირველად მოიპოვა უმაღლესი ჯილდო - „თბილღვინოს“ საფერავი წლის საუკეთესო ღვინოდ დასახელდა.
კომპანიის წარმატებებზე, მიმდინარე წლის გამოწვევებსა და გეგმების შესახებ კითხვებზე პასუხები „თბილღვინოს“ დამფუძნებელმა ზურაბ მარგველაშვილმა გასცა.

- პირველ რიგში, მოგვიყევით თბილღვინოს მიერ მიღებულ ჯილდოებსა და მათ მნიშვნელობაზე.

- მრავალი წელია, „თბილღვინო“ ყოველწლიურად, სტაბილურად იღებს 20-ზე მეტ ჯილდოს პრესტიჟულ კონკურსებზე, თუმცა 2020 წელი განსაკუთრებით წარმატებული და აღსანიშნავი გახდა, რადგან თბილღვინომ საერთაშორისო კონკურსებზე წელს 31 ჯილდო მოიპოვა.

მათ შორის კი საქართველოს ისტორიაში პირველად, IWC-ს (International Wine Challenge) ლონდონის საერთაშორისო კონკურსის ჩემპიონის სტატუსი, უმაღლესი ჯილდო ქართულმა ღვინომ - თბილღვინოს საფერავმა მოიპოვა.

ასეთივე საამაყოა თბილღვინოს მუკუზანით მიღებული 95 ქულა ანუ ოქროს ჯილდო Decanter 2020 London-ზე და მუკუზანის განსაკუთრებული მარაგის ოქროს ჯილდო IWC-ს (International Wine Challenge) ლონდონის საერთაშორისო კონკურსზე.



- როგორი გამოხმაურება აქვს თბილღვინოს საერთაშორისო მასშტაბით, როგორია თქვენი ცნობადობა ქვეყანასა და საზღვარგარეთ, რა ბაზრებზე გვხვდება თქვენი პროდუქტი?

- ღვინის მწარმოებელ მოწინავე ქვეყნებს შორის (ავსტრალია, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი) „თბილღვინოს“ საფერავი წლის ჩემპიონ, საუკეთესო წითელ ღვინოდ დასახელდა, მსოფლიო ღვინის ექსპერტების ობიექტური და სანდო შეფასებები უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს ხელს უწყობს ქართული, უმაღლესი ხარისხის ღვინის პოპულარიზაციასა და წარმატებას.

თბილღვინოს 70-ზე მეტი იმპორტიორი ყავს მოსფლიოს 30- ქვეყანაში. ძირითადი ბაზრებია: ყაზახეთი, უკრაინა, პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, რუსეთი, ბელარუსი, ესტონეთი, თუმცა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნებია დიდი ბრიტანეთი, კანადა, ამერიკა, შვედეთი, გერმანია და სხვა.

- როგორი იყო 2020 წელი "თბილღვინოსთვის" და რა გამოწვევებს წააწყდით წარმოებაში?

- წელს, შარშანდელთან შედარებით 7%-იანი ზრდა გვაქვს, კრიზისის ფონზე კი დადებითი დინამიკა ძალიან პოზიტიური ნიშნულია კომპანიისთვის.

"თბილღვინომ" ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე დაიწყო ზომების მიღება, შეიქმნა ონლაინ მაღაზია სადაც მომხმარებელს შეუძლია განსხვავებული შეთავაზებების ნახვა. ვცდილობთ ყველა მიწოდების არხი და საკურიერო მომსახურება მაქსიმალურად დავტვირთოთ, შევქმენით ანტიკრიზისული მარკეტინგული ბიუჯეტი, რის საფუძველზეც მოხერხდა ფასისა და გაყიდვების დინამიკის შენარჩუნება.

- მოგვიყევით "თბილღვინოს" შესახებ.

თბილღვინო 1962 წელს დაარსდა და საერთაშორისო აღიარება მალევე მოიპოვა. პირველი ექსპორტი უკვე კერძო კომპანიის სახით 2000 წელს განხორციელდა.

დღესდღეობით თბილღვინო აკონტროლებს და მართავს წარმოების სრულ ჯაჭვს - ვენახებისთვის მიწის სწორი შერჩევიდან, გასაყიდ ობიექტზე პროდუქციის დისტრიბუციამდე. თანმიმდევრული და მუდმივი წინსვლა განაპირობებს სტაბილურ ხარისხს და ქმნის სანდოობას.
(R)