„თბილისი ცენტრალის“ დირექტორის ლევან ყარალაშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება მოლებისთვის სიურპრიზი იყო. როგორც ყარალაშვილმა BMG-ის გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა, სავაჭრო ცენტრებისთვის დეკემბერში მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
„ვიზიარებთ და გვესმის პანდემიის პრობლემები; მზად ვართ იანვარში ჩავიკეტოთ, მაგრამ 15 დეკემბრიდან 3 იანვრამდე მუშაობა ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.
მისივე თქმით, მოლები იცავდნენ აბსოლუტურად ყველა ქართულ და საერთაშორისო რეკომენდაციას, მათ შორის თერმოსკრინინგის, დეზინფექციის და სოციალური დისტანცირების კუთხით.
"კოვიდის კუთხით სავაჭრო ცენტრებში პირდაპირი გავრცელება საკმაოდ მცირეა და ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე სავაჭრო ცენტრი ეპიდაფეთქების კერა გახდა, თუმცა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვესმის; უბრალოდ, ცოტა მეტი მოქნილობა მართებს მთავრობას ჩვენ მიმართ“, - განაცხადა ყარალაშვილმა.
ინფორმაციისთვის: მოლები ხვალიდან იკეტებიან. დღეს 6 სავაჭრო ცენტრის წარმომადგენელმა პრესკონფერენცია გამართა და მთავრობას 4 მოთხოვნით მიმართა.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა