მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისი ცენტრალმა" მოიჯარეებს გადასახადები 15%-ით შეუმცირა

609bea13becd5
ინგა მურუსიძე
12.05.21 23:20
618
"თბილისი ცენტრალმა" მოიჯარეებს გადასახადები 15%-ით შეუმცირა. როგორც bm.ge-ს სავაჭრო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა განუცხადა, ფასის მეტად დაკლება შეუძლებელი იყო, რადგან გადასახადები საკმაოდ მაღალია.

"ჩვენ იჯარის გადასახადი საშუალოდ 15%-ით შევამცირეთ. ამის იქით წასვლის საშუალება არც ჩვენ გვაქვს, რადგან ამას ისიც დაემატა, რომ გაიზარდა კომუნალური გადასახადები, ელექტროენერგია ფაქტიურად გაორმაგდა. წყალი, გაზი... ეს ყველაფერი ძალიან გვარტყამს.

ამ ბიზნესისთვის არანაირი სუბსიდია ან დახმარება არ ყოფილა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ლარის კურსის გაუფასურება და სხვა პრობლემები აისახება პროდუქციის ფასზე, რაც რიგით მომხმარებელს არტყამს", - განაცხადა ყარალაშვილმა.