მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისი ენერჯი" მოსახლეობას ავარიული დაზიანების შესახებ აფრთხილებს

61f04817154b2
BM.GE
25.01.22 22:55
830
კომპანია "თბილისი ენერჯი" განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას ავარიული დაზიანების შესახებ აფრთხილებს:

"გაცნობებთ, რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ჩხეიძის ქ. 10 ის მიმდებარედ 24 იანვარს, 23:00 საათზე, "თბილისი ენერჯი", ავარიულად დაზიანებული გაზმომარაგების ქსელის აღდგენის მიზნით სამუშაოებს იწყებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დროებით, ნაწილობრივ შეიწღუდება სატრანსპორტო მოძრაობა, 25 იანვრის დილის 8 საათამდე.

კომპანია ბოდიშს გიხდით მძღოლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

თბილისის გაზმომარაგების ქსელის განახლება და რეაბილიტაცია "თბილისი ენერჯის" ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული სამუშაოები აუცილებელია დედაქალაქის უწყვეტი და უსფრთხო გაზმომარაგებისთვის",– ნათქვამია განცხადებაში.