მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისი ენერჯის" ვერ მივუთითებთ რა გააკეთოს - თურნავა

5fdca4ea24e52
ინგა მურუსიძე
18.12.20 16:50
949

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემრულებელი, ნათია თურნავა იმედიანად არის განწყობილი, რომ „თბილისი ენერჯი“ კომერციული ტარიფების საკითხს დადებითად გადაწყვეტს.

საქმე იმაშია, რომ “თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, 2021 წლის 3 იანვრიდან თბილისის არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ღირებულება ერთ კუბურ მეტრზე 24 თეთრით გაიზრდება და 1.1 ლარი გახდება. ახალი ტარიფი პურის საცხობებს არ შეეხება. კომპანიაში ტარიფის ზრდის მიზეზად ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებას ასახელებენ, რის გამოც კომპანიას შესასყიდი ბუნებრივი აირის ღირებულება გაეზარდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემრულებელმა, ნათია თურნავამ გუშინ თქვა, რომ „თბილისი ენერჯისთან“ მოლაპარაკებები გაიმართა და გადაწყდა, რომ ტარიფი არ შეიცვლება, თუმცა bm.ge-სთან საუბარში კომპანიის წარმომადგენელმა თქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა. (ინფორმაცია ვრცლად იხილეთ ბმულზე).



დღეს bm.ge-ს კითხვის საპასუხოდ ნათია თურნავამ დამატებით განმარტებები გააკეთა:

„თბილისი ენერჯი“ არის კერძო კომპანია, ჩვენ ვერ მივუთითებთ რა უნდა გააკეთონ, განსაკუთრებით ტარიფების ნაწილში, რომელიც კომერციულ ტარიფებს ეხება. რთული ვითარებაა და ჩვენ მათთან გვქონდა კომუნიკაცია და მე იმედიანად ვარ, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება. არც მათ უარყვეს ეს“, - აღნიშნა თურნავამ.