06.მარტი .2020 16:05

"თბილისი-რუსთავის გზაზე მცხოვრებთა ნაწილი საბაზროზე 3-ჯერ უფრო მაღალი ფასის მიღებას ითხოვს"

views 204
უკან

ჩვენც და მოსახლეობამაც დამატებითი კომპრომისული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თბილისი-რუსთავის საგზაო პროექტზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, საყურადღებოა იმ ადამიანების ყოფა და კომფორტი, ვინც ამა თუ იმ ინფრასტრუქტურული პროექტის არეალში ცხოვრობს. უკლებლივ ყველგან ვასრულებთ ვალდებულებებს და განსაკუთრებით იმ პროექტებში, სადაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროცედურა მოქმედებს. ასეთ შემთხვევებში მოგვეთხოვება დავაკმაყოფილოთ ადამიანების არა მარტო საცხოვრებელი, არამედ მისი ცხოვრების წესის შეცვლის საკომპენსაციო ღირებულებაც. სწორედ მოსახლეობასთნ შეუთანხმებლობა და ხშირად მათი მხრიდან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაც იყო მიზეზი იმისა, რომ ეს პროექტი ვერ განხორციელდა სრული მოცულობით. იქ მცხოვრებთა ნაწილმა საცხოვრებელ ფართში საბაზროზე 3-ჯერ უფრო მაღალი ფასის მიღების სურვილი გამოთქვა. რა თქმა უნდა, ასეთი სახით შეთანხმება ვერ შედგა და სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე, პროექტის შესრულება დაახლოებით 3 კმ-იან ზოლში ვერ ხერხდება. ვფიქრობ, ორივე მხარემ, ჩვენც და მოსახლეობამაც დამატებითი კომპრომისული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას. რაც შეეხება პროექტის იმ ნაწილს, რომელიც უკვე
განხორციელებულია, მისი ექსპულატაციაში შეყვანა რა თქმა უნდა შესაძლებელია,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, ცქიტიშვილმა უპასუხა პარლამენტის წევრ ბექა ნაცვლიშვილის შეკითხვას, რომელიც თბილისი-რუსთავი საგზაო პროექტს ეხებოდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა