მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისის ბიუჯეტში 300 მიკროავტობუსის შესაძენად, დაახლოებით, 30 მლნ ლარია გათვალისწინებული"

5df0ac61e79fc
ინგა მურუსიძე
11.12.19 12:50
953
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, დედაქალაქის ბიუჯეტში 300 მიკროავტობუსის შესაძენად დაახლოებით, 30 მლნ ლარი არის გათვალისწინებული.

როგორც ხამალაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, ამ დროისთვის დედაქალაქს, დაახლოებით, 1500-მდე მიკროავტობუსი ემსახურება, თუმცა მათი რაოდენობა, სავარაუდოდ, შემცირდება.

„თანხა, რომელიც დასჭირდება 300 მიკროავტობუსის შეძენას, ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და თანხები უკვე მოიძებნა. საუბარია, დაახლოებით, 30 მლნ ლარზე. ამჟამად დედაქალაქს ჯამში, დაახლოებით, 1400-1500 მიკროავტობუსი მესახურება, თუმცა განახლებული ქსელით შესაძლოა ეს რაოდენობა შემცირდეს, რადგან ვზრდით ავტობუსების და მათივე გაბარიტების მოცულობას. მიკროავტობუსები იქნება ავტობუსებთან დაკავშირების საშუალება. ძალიან გამიჭირდება ახლა იმაზე საუბარი, მთლიანად რა კაპიტალი დასჭირდება მიკროავტობუსების პარკის სრულ განახლებას, მაგრამ 300 ერთეული ნამდვილად არის ის რაოდენობა, რომელიც ახლა გვჭირდება“, - განაცხადა ხმალაძემ.

მისივე თქმით, ახალ მიკროავტობუსებზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

"რაც შეეხება მიკროავტობუსების ფერს და მარკას, ამას მე ვერ გეტყვით, ტენდერი უნდა გამოცხადდეს და ამის შემდეგ გაირკვევა", - განაცხადა ხმალაძემ.