"თბილისის ცენტრალი" გაფართოებას გეგმავს. როგორც „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა ახალი პროექტისთვის ლოკაციის შევსების პროცესში არიან.
„სავაჭრო ცენტრებისთვის 2022 წელი ისტორიაში ყველაზე მომგებიანი და შემოსავლიანი წელი იყო. იგივე იყო ცენტრალისთვისაც - 100%-ით არის დატვირთული და გაქირავებული ყველა შესაძლო ფართი. დატვირთულობა 90%-95%-ის ფარგლებშია სხვა სავაჭრო ცენტრებშიც და ვფიქრობ ეს ტრენდი მინიმუმ წელს მაინც გაგრძელდება.
რამდენიმე ახალი ბრენდიც შეიძლება გამოჩნდეს საქართველოს ბაზარზე და ამ მიმართულებით დღეს უკვე მიწოდების დეფიციტის ვითარებაში აღმოვჩნდით, რადგან ორგანიზებულ სავაჭრო სივრცეებს, პლატფორმებს ეძებენ და ამის დეფიციტია, ამიტომ ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი სტიმული იქნება ამ მიმართულებით ახალი პროექტების ინიცირებაშიც. ცენტრალი დაახლოებით 25 000 კვადრატული მეტრია და ვფიქრობთ, 20 000-იანი პროექტი კიდევ დავიწყოთ, ახლა ლოკაციის შევსების პროცესში ვართ“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.
რაც შეეხება გამოწვევებს, იგი ამბობს, რომ ამ ეტაპზე კვალიფიციური კადრები კვლავ პრობლემად რჩება.
„გამოწვევაა კვალიფიციური კადრები, რადგან მოთხოვნა მაღალია და ამ მიმართულებით ბევრი კომპანია ცდილობს ახალი კადრები მოიზიდოს. შემდეგ გამოწვევად დარჩება ამ ზრდის ტემპის შენარჩუნება, კონკრეტულად ჩვენ სექტორში, რადგან ფაქტია, ინტერესი სხვადასხვა ბრენდის მიმართ გაზრდილია და ტურისტული თუ მიგრაციული ნაკადები რაც ქვეყანაში შემოდის ახალი მოთხოვნები შემოაქვთ და ამ მოთხოვნებს ბიზნესი ალბათ რაღაცა ფორმით უპასუხებს“, - განაცხადა მან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი