12.მარტი .2020 12:56

"თბილისის ღამის ეკონომიკა" მოქალაქეებთან საკონსულტაციო შეხვედრებს დროებით წყვეტს

views 363
უკან

"თბილისის ღამის ეკონომიკის" გუნდი განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად პროექტის ფარგლებში მოქალაქეებთან შეხვედრებს კორონავირუსის გამო დროებით აჩერებს.

"კორონავირუსით გამოწვეული ვითარების გამო, ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრები მოქალაქეებთან დროებით შეჩერებულია. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, ღამის ეკონომიკის ფეისბუქ გვერდის მეშვეობით მოგვმართოთ.

ვუერთდებით რეკომენდაციას, რომ მოქალაქეებმა თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და მიიღონ პრევენციული ზომები კორონავირუსისგან თავის დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა