მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისის მიკროავტობუსი": მძღოლების ანაზღაურება 1000-1500 ლარია

61f7f781331be
თათია ჩაფიჩაძე
31.01.22 19:13
5952
თბილისის მერიის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, მიკროავტობუსების მძღოლების ხელფასი გამომუშავებაზე დამოკიდებული აღარ არის, რაც მათ მგზავრების ფეხზე დაყენებისა და უსაფრთხოების წესების დარღვევით მოძრაობის მოტივაციას უკარგავს.

„თბილისის მიკროავტობუსში“ ამჟამად 2000-მდე მძღოლია დასაქმებული. როგორც კომპანიაში bmg-ს განუმარტეს, მათი ხელფასი დატვირთულობის მიხედვით, 1000-დან 15000 ლარამდე მერყეობს.

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი ფიქრობს, რომ შემუშავებული სქემა მოქალაქეების კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

„რამდენადაც ვიცი, მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურება 1 300 ლარია და 2 000 მძღოლია დასაქმებული. შეიცვალა მიკროავტობუსების ნომრებიც და ის იწყება ოთხიანით და ხუთიანით, ავტობუსების ნაწილზე დარჩენილია ძველი ნომრები, ხოლო ახალი მარშუტები იწყება სამიანით.

თქვენ იცით, რომ ჩვენ შევცვალეთ სრულად ინფრასტრუქტურა; მნიშვნელოვანია, დავაჩქაროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, რისთვისაც ვქმნით ე.წ. ბასლაინებს, წელიწადნახევარი დასჭირდება ამ პროცესს. ჩვენი მიზანია. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუდმივი მომხმარებელი წავახალისოთ და ამის ერთ-ერთ ფორმა არის ვადიანი ულიმიტო აბონემენტები. მსგავსი პრაქტიკაა განვითარებულ მსოფლიოში და ჩვენ ახალი ველოსიპედი არ გამოგვიგონია. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ როცა თანხა გაქვს გადახდილი აღარ გაქვს ცდუნება სხვა ალტერნატივა გამოიყენო", - აცხადებს წილოსანი.

ხვალიდან, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი სისტემა და ახალი სამგზავრო ტარიფები ამოქმედდება. ბოლო მონაცემებით, გაყიდულია 3 200-მდე ბარათი და მათგან ვადიანი ბარათების 75% ერთთვიან, სამთვიან, ექვსთვიან და ერთწლიან ბარათებზე მოდის.