მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილსერვის ჯგუფი" მოსახლეობას აფრთხილებს

63e0be9b04024
BM.GE
06.02.23 12:47
676
"თბილსერვის ჯგუფი" მოსახლეობას აფრთხილებს. კომაპნიის განცხადებით, 6 და 7 თებერვალს, თბილისსა და დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე, მოსალოდნელია დაბალი ტემპერატურა და ინტენსიური თოვა.

"შპს "თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, ქალაქში მოძრაობისას გამოიჩინოს სიფრთხილე, ხოლო იმ მოქალაქეებს, რომელთა ავტომობილებსაც არ აქვს ზამთრის სეზონის საბურავები, მიმართავს თხოვნით, თავი შეიკავონ ავტომანქანით გადაადგილებისგან.

გზების გაწმენდის სამუშაოები, საჭიროებიდან გამომდინარე, განხორციელდება, რათა ავტოტრანსპორტის გადაადგილება არ შეფერხდეს.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22", - წერია განცხადებაში.