მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თებერვლის შემდეგ ოჯახში თეთრი არ შემიტანია" - გიდი ალექსანდრე გიორგიძე

5f18425ba4861
ინგა მურუსიძე
23.07.20 09:45
1528
"თებერვლის შემდეგ ოჯახში თეთრი არ შემიტანია", - ამის შესახებ bm.ge-ის გიდმა ალექსანდრე გიორგიძემ განუცხადა.

„ბოლოს ფული 2 თებერვალს გამოვიმუშავე, მას შემდეგ ოჯახში თეთრი არ შემიტანია. ჩემს მდგომარეობაში ათასობით მოქალაქეა. კიდევ ერთი წელიწადი უნდა მოვიცადოთ?! კი ბატონო, თუ არ ვიხსნებით, პირდაპირ გვითხრან, რომ ჩაკეტილები ვართ და არ ვხსნით საზღვრებს. არ გვინდა ტყუილები. ან თუ გვკეტავენ, გვითხრან მკაფიოდ და გვეცოდინება მაინც, რომ შემდეგი ერთი წელი დროებითი სამსახურები მაინც ვეძებოთ“, - განაცხადა გიორგაძემ.

გარდა ამისა, გიდი ყველაზე საინტერესოდ რეგულარული ავიამიმოსვლის გახსნასთან დაკავშირებით ავიაკომპანია „ვიზეარის“ საკითხს თვლის, რომელიც გერმანიაში (რომელთანაც საქართველომ უპირობოდ გახსნა საზღვარი) ყველაზე ხშირად დაფრინავდა.

„ამდენი ფრენა არცერთ ავიაკომპანიას არ ჰქონია გერმანიაში, რამდენიც „ვიზეარს“. გარდა ამისა, „ვიზეარით“, როგორც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით, სარგებლობენ ჩვენი ემიგრანტებიც და არსებობს ალბათობა და შესაძლოა, იმიტომ არ სურთ „ვიზეარმა“ ავიარეისები განაახლოს, რომ ემიგრანტები არ ჩამოვიდნენ. რაც შეეხება „ეარფრანსს“ და „ლუფთჰანზას“, როგორც ცნობილია, მათ კვირაში 2-2 სიხშირე ექნებათ და ამიტომაც აქვთ მაღალი ფასები ბილეთებზე, ეს ბუნებრივია; როცა ვიცი, რომ მხოლოდ მე დავფრინავ და კონკურენცია არაა, რა თქმა უნდა, ბილეთებზე  მაღალი ფასი მექნება", - აცხადებს გიორგიძე. 

ის ამბობს, რომ მთავარია, ტურიზმის სექტორმა იცოდეს, როდის იხსნება ქვეყანა რეალურად. "თუკი საზღვრების გახსნა 1 სექტემბერს დაანონსდება და მერე ისევ არ გაიხსნება, ეს ძალიან ცუდი იქნება", - ამბობს გიდი.