23.იანვარი .2022 17:07

"თეგეტა ჰოლდინგი" მწვანე ბონდების გამოშვებას გეგმავს

"თეგეტა ჰოლდინგი" მწვანე ბონდების გამოშვებას გეგმავს
views 845
უკან

მიმდინარე წელს "თეგეტა ჰოლდინგი" 100 მილიონი ლარის ოდენობით, მწვანე ბონდების გამოშვებას გეგმავს. ამის შესახებ "თეგეტა ჰოლდინგის" აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ კაჭარავამ "Forbes კვირის" ეთერში განაცხადა.

"განახლებული პროსპექტი, რომელიც ეროვნული ბანკის ახალი რედაქციით გამოვიდა, პრაქტიკულად დამუშავებულია. ბონდების მხრივ, ეს იქნება უპრეცედენტოდ მაღალი ემისია ჩვენთვის. 100 მილიონი ლარის ოდენობით იქნება ეს ობლიგაციები. ეს პირველი მწვანე ბონდები იქნება საავტომობილო ინდუსტრიაში. "თეგეტა" იყო პირველი აღმოსავლეთ ევროპიდან აქეთ, თავის აფრიკის კონტინენტიანად, რომელმაც საავტომობილო ბონდები გამოუშვა და უკვე ახლა, ეს უპრეცედენტოდ მაღალი და პარალელურად, მწვანე ბონდები იქნება, რომელიც მხოლოდ სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას არ მოემსახურება. აქ გათვალისწინებული თანამედროვე ინფრასტრუქტურის დაფინანსებისთვის გამოყოფილი ხარჯები, რომელიც იქნება ენერგოეფექტური, მწვანე მიმართულებით გამიზნული და ველოდებით, რომ პირველი კვარტლის ბოლოს ეს ემისია შედგება", – განაცხადა ვახტანგ კაჭარავამ.

შეგახსენებთ, რომ "თეგეტამ" ობლიგაციების პირველი ემისია 2019 წელს, 30 მილიონი ლარის ოდენობით განახორციელა.