მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თეგეტა მოტორსის“ ონლაინმაღაზია - მარტივი გზა ავტომობილის მოსავლელად

6256c1c419f94
BM.GE
13.04.22 16:36
746
თანამედროვე ბიზნესისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა დიგიტალიზაციაა. მათი დიდი ნაწილი პანდემიის პერიოდში აქტიურად გადაერთო ონლაინშოპინგის საშუალებების დახვეწასა და პოპულარიზაციაზე.

ონლაინსერვისებზე მოთხოვნა ავტოინდუსტრიაშიც გაიზარდა. ამ გამოწვევის საპასუხოდ, „თეგეტა მოტორსი“ Tegetashop.ge-ს განვითარებაზე კიდევ უფრო მეტად ზრუნავს.

Tegetashop.ge-ზე საბურავების, აკუმულატორების, ზეთების, ავტომობილის მოვლის საშუალებების, დანადგარებისა და სხვა მრავალი პროდუქტის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. ონლაინმაღაზიაში ავტომობილისათვის საჭირო ნაწილებისა და ატრიბუტების შეძენა დღის ნებისმიერ მომენტში, სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი.

„თეგეტას ონლაინმაღაზია ყველა იმ ბრენდის პროდუქტს აერთიანებს, რომლებიც ჩვენს შოურუმებშია წარმოდგენილი. მაქსიმალურად ვცდილობთ, ავტომფლობელებს ონლაინპლატფორმით სარგებლობა გავუმარტივოთ და ფართო არჩევანი შევთავაზოთ. ჩვენი მიზანია, ავტოინდუსტრიაში ციფრული მომსახურება კიდევ უფრო დავხვეწოთ და კომფორტული გავხადოთ“, - თენგიზ ლელუჩაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების მართვის დეპარტამენტის უფროსი.

„თეგეტა მოტორსის“ პლატფორმაზე, ავტომობილების ნაწილებისა და მოვლის საშუალებების ონლაინ ყიდვის დროს, გადაწყვეტილების მიღებას კიდევ უფრო ამარტივებს განმარტებები, რომლებიც მომხმარებელს პროდუქტის მახასიათებლებს დეტალურად აცნობს. დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი ონლაინ კონსულტანტები ავტომფლობელებს ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან და ნივთის შერჩევასა და შეძენაში ეხმარებიან.

Tegetashop.ge-ზე გამარტივებულია მიტანის სერვისიც და ნივთს მომხმარებლები მთელ საქართველოში მიიღებენ. ექსპრეს მიტანით სარგებლობისას, თბილისის მასშტაბით, პროდუქტი დანიშნულების ადგილას 1 საათში მივა. ონლაინ ყიდვის ხელმისაწვდომობისთვის Tegetashop.ge-ზე განვადებით სარგებლობაც შესაძლებელია და ის ფასდაკლებულ ნივთებზეც მოქმედებს.

„თეგეტა მოტორსის“ ონლაინპლატფორმის დახმარებით კიდევ უფრო გამარტივებულია სხვადასხვა ავტოსერვისის წინასწარ დაჯავშნა.

(NS)