12.მარტი .2020 15:30

"თელასი" დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის და გეგმიურ პროფილაქტიკურ სამუშაობს წყვეტს

views 352
უკან

სრულად ვითვალისწინებთ მთავრობის რეკომენდაციას და COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით გადავდივართ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, - ამის შესახებ BM.GE-ს "თელასში" განუცხადეს.

როგორც "თელასში" განმატავენ, კომპანია მომხმარებელებს მოუწოდებს, კომუნიკაცია დისტანციურ რეჟიმში, მათი ონლაინ–სერვისების საშუალებით განახორციელონ.

"ჩვენი თანამშრომლები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაგვყავს, ნაწილი გადავიყვანეთ და ნაწილს გადავიყვანთ.
საავარიო და 24–საათიანი რეჟიმის ყველა სამსახური ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს, დანარჩენი სამსახურები, რომელთა დისტანცირებაც შეიძლება, ყველა გადავა დისტანციურ რეჟიმში. ასევე, ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ონლაინ მომსახურებითა და ჩვენი ქოლ-ცენტრით და მაქსიმალურად შეიკავონ თავი ჩვენს მომსახურების ცენტრებში მოსვლისგან.

ყველა ჩვენი მომსახურება შესაძლებელია დისტანციურად, ეს იქნება ახალი მომხმარებლის მიერთება, ნებისმიერი განაცხადის შემოტანა შესაძლებელია, როგორც ფეისბუქით, ასევე ვებგვერდის მეშვეობით. ვებ-გვერდზე (my.telasi.ge.) რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია ონლაინ რეჟიმში განცხადების შევსება ახალ აბონენტად დარეგისტრირების და გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შესახებ.

ნებისმიერი განცხადების გაგზავნა კომპანიაში შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე telasi@telasi.ge.
"თელასის" საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდის (www.telasi.ge), კომპანიის ოფიციალური facebook-გვერდის და call-ცენტრის (2 77-99-99) მეშვეობით.

ამასთან, შევაჩერეთ გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაობი. ავარიული გათიშვების შემთხვევაში ვიმუშავებთ მის აღმოფხვრაზე", - აცხადებენ "თელასში".

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა