26.აგვისტო .2021 12:26

"თელმიკომ" მომხმარებლებს ელექტროენერგიის დარიცხული საფასური დაუკორექტირა

"თელმიკომ" მომხმარებლებს ელექტროენერგიის დარიცხული საფასური დაუკორექტირა
views 2187
უკან

თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ მომხმარებლებს ელექტროენერგიის დარიცხული საფასური დაუკორექტირა. კომპანიის ინფორმაციით, შეცვლილი თანხა სააბონენტო ბარათზე უკვე აისახა და ჩანს გადასახადის გადახდისას. შესწორებული მონაცემი, ასევე აისახება მომდევნო თვის ქვითარში და კორექციის ველში გამოჩნდება.

გასათვალისწინებელია, რომ დაკორექტირებული თანხა, ქვითარში მინუსში (-) იქნება ასახული, რაც ნიშნავს, რომ თანხა ირიცხება მომხმარებლის ანგარიშზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლ ცენტრს, ნომერზე +995 32 5 000 777, მიწეროს პირადი შეტყობინება ფეისბუქში ან ელექტრონულ მისამართზე info@telmico.ge.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა