მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თემთა პალატაში ასეთი მიმართვა არავის ჰქონია" - ჯონსონი ზელენსკიზე

62279b53f1f1c
მარიამ ვარადაშვილი
08.03.22 22:08
1185

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ დღეს დიდი ბრიტანეთის თემთა პალატას მიმართა.

“ბრიტანეთის პარლამენტარიზმის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში არასდროს მომისმენია ისეთი მიმართვა, როგორიც თემთა პალატაში დღეს უკრაინის პრეზიდენტს ჰქონდა.

ყველა მეთოდს გამოვიყენებთ, რაც შეგვიძლია და რა დროც არ უნდა გახდეს საჭირო იმისთვის, რომ პუტინის მარცხი უზრუნველვყოთ, ხოლო უკრაინა კვლავ თავისუფალი იყოს”, - წერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი "ტვიტერში".

გთხოვთ, რუსეთი აღიაროთ ტერორისტულ სახელმწიფოდ - ზელენსკის მიმართვა ბრიტანეთის პარლამენტს