მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტერაბანკმა" იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა

5e4fe1b5dd9cb
BM.GE
20.02.20 10:57
922
"ტერაბანკი" დისტანციური მომსახურების არხების განვითარებას განაგრძობს და წლის პირველ სიახლეს იურიდიულ პირებს სთავაზობს. ამიერიდან მათ უკვე მობაილბანკით სარგებლობა და სხვადასხვა ოპერაციის აპლიკაციის დახმარებით შესრულება შეუძლიათ.

მობაილბანკის დახმარებით იურიდიულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ან სხვის მიერ შექმნილი დავალებები დაადასტურონ, საინფორმაციო გზავნილებისა თუ დასადასტურებელი დავალებების შესახებ Push შეტყობინებები მიიღონ და მარტივი ავტორიზაციით — თითის ანაბეჭდით ან სახის ამომცნობით ისარგებლონ. ამას გარდა, მომხმარებლები აპლიკაციის მეშვეობით ინტერნეტბანკით შექმნილი გადარიცხვების, გადახდებისა და გააქტიურებული პროდუქტების ნახვასაც შეძლებენ.

"ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა და დისტანციური საკომუნიკაციო არხების განვითარება "ტერაბანკის" ერთ-ერთი პრიორიტეტია. გასულ წელს ჩვენ იურიდიული პირების ინტერნეტბანკი განვაახლეთ, რა დროსაც მათი საჭროებები სრულად შევისწავლეთ. მობაილბანკის ფუნქციონალის პირველი მონახაზიც სწორედ ამ პროცესში გამოიკვეთა. მოხარულები ვართ, რომ მომხმარებლებს უკვე მობილური ტელეფონითაც შეუძლიათ იმ სერვისების მიღება, რომლებიც მხოლოდ ინტერნეტბანკით ან ფილიალში მისვლით იყო ხელმისაწვდომი", - აღნიშნავენ ტერაბანკში.

მობაილბანკი იურიდიული პირებისთვის კვლავაც სრულყოფის პროცესშია და მას ეტაპობრივად სხვდასხვა ახალი ფუნქცია დაემატება. აპლიკაციით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ანდროიდის, ისე iOS-ის ოპერაციული სისტემების მომხმარებლებს.