მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტერაბანკმა" მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარების ახალი შესაძლებლობები გააცნო

61ced77637f6d
ინგა მურუსიძე
31.12.21 14:15
499
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, "ტერაბანკმა" ახალი ინიციატივა - საინფორმაციო შეხვედრების სერია წამოიწყო და ბიზნესკლიენტებს, რომლებიც საქმიანობებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უძღვებიან, ახალი შესაძლებლობები და შეთავაზებები გააცნო.

აღსანიშნია, რომ შეხვედრებზე, "ტერაბანკის" პროდუქტებსა და მომსახურებებთან ერთად, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების სააგენტოს წამოწყებებზე, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ ამ სახელმწიფო პროგრამებში ტერაბანკიცაა ჩართული და მათ ფარგლებში მომხმარებლებს შეღავათიან ბიზნესსესხებსაც სთავაზობს. შეხვედრებზე მონაწილეებმა ინიციატივების ბენეფიტებისა და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს და პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზეც მიიღეს.

„ჩვენთვის მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტები, მათი საქმიანობის ხელშეწყობა და მხარდაჭერა სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს. გვჯერა, რომ ამ სექტორის წარმატება პოზიტიურად მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე აისახება. ბიზნესკლიენტებთან შეხვედრების სერიასაც სწორედ ეს მიზანი აქვს. არსებულ შესაძლებლობებზე ინტერაქციული, პირისპირ დიალოგი და დეტალური ინფორმირება მათ განვითარების ახალ, სასარგებლო გზებს აჩვენებს, რაც არა მარტო კონკრეტული ბიზნესსაქმიანობებისთვის, არამედ ზოგადად ეკონომიკისთვისაა მნიშვნელოვანი“, - აცხადებენ "ტერაბანკში".

დეკემბრის თვეში საინფორმაციო შეხვედრები ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორში, მარნეულსა და თელავში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ინიციატივა 2022 წელს როგორც რეგიონებში, ისე დედაქალაქშიც გაგრძელდება.
(R)