„McDonald's საქართველომ“ თბილისში კიდევ ერთი ახალი რესტორანი კახეთის გზატკეცილზე გახსნა. განხორციელებული ინვესტიცია 7 მლნ ლარია.
როგორც „McDonald's საქართველოს“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ ახალი ობიექტის გახსნისას თბილისის მერ კახა კალაძის Facebook-live-ში განაცხადა, პროექტი სრულად პასუხობს ცირკულარული ეკონომიკის მოთხოვნებს და რესტორნის ტერიტორიის 70% გამწვანდა.
„McDonald's-ის ახალი ობიექტი ცირკულარული ეკონომიკის ფარგლებში გაიხსნა, რაც უნარჩენო წარმოებას და მზის ენერგიის გამოყენებას გულისხმობს. ამასთან ტერიტორიაზე მოწყობილ ავტომობილების პარკინგზე მოეწყო ელექტრომობილების დამტენები. როდესაც ამ პროექტის განხორციელებისთვის თბილისის მერიამ ტერიტორია ტენდერის წესით გადმოგვცა, ჩვენ პროექტი ისე მოვაწყეთ, რომ ობიექტის საერთო ფართის მხოლოდ 30%-ს იკავებს, ხოლო 70% გამწვანებულია. ეს მიმართულება - ბიზნესი, გამწვანება, ნარჩენების გადამუშავება - ქალაქის მოწყობის ფილოსოფიაშია და ჩვენ ამის ნაწილი ვართ. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში 612 ხე-მცენარე დაირგო. ჩვენ არ ვაშენებთ რესტორნებს დასანაყრებლად, ჩვენ ვახორციელებთ ამას იმისთვის, რომ მოსახლეობა მოვიდეს და დაისვენოს“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
„McDonald's საქართველოს“ დამფუძნებელმა ისიც აღნიშნა, რომ კომპანია თბილისში კიდევ 4 ახალი ობიექტის გახსნას გეგმავს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი