23.აგვისტო .2022 17:39

"„Thai AirAsia X“- ის ფრენების აღდგენა ხელს შეუწყობს აზიიდან მხარჯველუნარიანი ტურისტების მოგზაურობას საქართველოში"

"„Thai AirAsia X“- ის ფრენების აღდგენა ხელს შეუწყობს აზიიდან მხარჯველუნარიანი ტურისტების მოგზაურობას საქართველოში"
views 863
უკან

ტაილანდური ავიაკომპანია „Thai AirAsia X“ ბანკოკი-თბილისი-ბანკოკის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს აღადგენს. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში წერს, პირდაპირი რეისები ხელს შეუწყობს ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციას და აზიიდან მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტების მოგზაურობას საქართველოში.

"საწყის ეტაპზე, ფრენები 8 - 29 ოქტომბრის პერიოდში, კვირაში 2 სიხშირით შესრულდება. პირდაპირი რეისების ოპერირება, ზამთარის სანავიგაციო სეზონზეც გაგრძელდება",-წერს ქვრივიშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა