მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიის წარმომადგენლებმა შს სამინისტროსთან მდუმარე აქცია გამართეს

60f0269c9375f
ინგა მურუსიძე
15.07.21 15:58
634
მედიის წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მდუმარე აქცია გამართეს. სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა  „TV პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გამოფინეს და მთავრობას 5 ივლისს განხორციელებული ძალადობის აქტორების დაკავებისკენ მოუწოდეს.

როგორც აქციის მონაწილემ, ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, დღეს მედია შსს-სთან მივიდა, თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულდება და ჟურნალისტები მივლენ ყველგან, სადაც მთავრობა მივა. მედიის წარმომადგენლებს ადგილზე სამართალდამცველები დახვდნენ მობილიზებული.

შეგახსენებთ: 5 ივლისს "სირცხვილიას" ოფისში "TV პირველის" ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ათეულობით ადამიანმა სცემა. ლაშქარავა თვალისა და სახის ძვლების დაზიანებით საავადმყოფოში იყო მოთავსებული, მაგრამ ის 10 ივლისს გამოწერეს. ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს დილით დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლექსო ლაშქარავა 13 ივლისს დაკრძალეს.