მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის საელჩო: ევროპაში პომპეოს ბოლო გაჩერება თბილისია

5fab8365eccd7
თელარა გელანტია
11.11.20 10:26
1168
ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივან პომპეოს ვიზიტის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩოც ავრცელებს.

როგორც ცნობილია, პომპეო საქართველოს 17 ნოემბერს ეწვევა.

„სახელმწიფო მდივან პომპეოს ბოლო გაჩერება ევროპაში იქნება თბილისში, სადაც ის შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რათა გამოხატოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა და მოუწოდოს დემოკრატიული რეფორმების შემდგომი განვითარებისკენ.

სახელმწიფო მდივანი, ასევე, შეხვდება მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს”, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: 13-22 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო საფრანგეთს, თურქეთს, საქართველოს, ისრაელს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, კატარსა და საუდის არაბეთს ეწევევა.