მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისი ბანკი" მოქალაქეთათვის სესხების კიდევ 3 თვით გადავადების შეთავაზებას აგრძელებს

5edcb3d8e7387
შოთა ტყეშელაშვილი
07.06.20 13:24
5114
“თიბისი ბანკი” მოქალაქეთათვის სესხებზე 3-თვიანი შეღავათების შეთავაზებას აგრძელებს - ამის შესახებ გაცემა “Forbes-ის კვირაში” ბანკის CEO-მ ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, იმ ფიზიკური პირებს, რომლებმაც COVID-19-ის პერიოდში შემოსავალი დაკარგეს და შესაბამისად სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამაში მოექცნენ, სესხები ავტომატურად კიდევ სამი თვით გადაუვადდებათ, სხვა მსესხებლებს კი ბანკი პერიოდულად უკავშირდება და შეღავათების ინდივიდუალურად სთავაზობს.

“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ორი დღის წინ ეს ოფიციალურად განვაცხადეთ კიდეც, რომ 3 თვით ვაკეთებთ ფიზიკურ პირებთან გადავადების გაგრძელებას ისევე როგორც ეს გავაკეთეთ მარტის თვეში, მაგრამ ახლა ამას ვაკეთებთ ინდივიდუალური შეთავაზებების სახით. იმ ადამიანებმა ვინც დაკარგეს სამსახური და ამ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროში გააკეთეს განაცხადი, მათთან ავტომატურად ვაკეთებთ ხოლო ყველა დანარჩენთან ინდივიდუალურად ვიღებთ ინფორმაციას და თუ მათ აქვთ სამსახური დაკარგული, ან მნიშვნელოვანწილად დაკარგეს შემოსავალი, ჩვენ 3 თვით ვუკეთებთ ამ გადავადებას. სწორად აღნიშნეთ, ჩვენ ამას ვიწყებთ ივნისის შუა რიცხვებში, მაგრამ დრო რომ არ დაგვეხარჯა და შესაბამისად მოკლე პერიოდი არ გვქონოდა ამისთვის, უკვე ერთი თვის წინ დავიწყეთ ჩვენს კლიენტებთან ამ ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისად მათთან მოლაპარაკებები. საკმაოდ მნიშვნელოვან რაოდენობას კლიენტების უკვე დავუკავშირდით სხვადასხვა არხებით.

ის ვისაც გაცხადებული აქვს ფინანსთა სამინისტროში, რომ მათ დაკარგეს სამსახური და ისინი იღებენ სახელმწიფო დახმარებას, მათზე ავტომატურად ვრცელდება ეს წესი, ხოლო მათზე, ვისზეც ავტომატურად არ ვრცელდება ეს წესი, მათგან ინდივიდუალურად ჩვენ მივიღებთ ინფორმაციას და შესაბამისად გაგავრცელებთ გადავადებას მათზეც,”- განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

“თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა “Forbes-ის კვირაში” კორპორატიული დაკრედიტების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ COVID-19-ის პანდემიის პირობებში ბანკმა ქართულ ბიზნესზე სასესხო დაფინანსების სახით 560 მილიონი ლარი გასცა.

ვახტანგ ბუცხრიკიძე Forbes-ის კვირაში: