19.აგვისტო .2019 15:47

"თიბისი ბანკის ჯგუფი" My Group-ის საკონტროლო პაკეტს ყიდულობს - გარიგების ფასი ₾19 მლნ-ია

views 1983
უკან


“თიბისი ბანკის ჯგუფმა" ელექტრონული კომერციის კომპანია My.ge-ის (My Group) 65%-იანი წილის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმა. ამის შესახებ ჯგუფის მიერ ინვესტორებისთვის გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი.


„გარიგების ღირებულება 19.45 მლნ ლარია, ჯგუფი შეფასებულია 29.93 მლნ ლარად. "თიბისის’’ აქვს უფლება, ტრანზაქციის ფარგლებში, გარკვეული პირობებით, დარჩენილი 35%-იც გამოისყიდოს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


TBC ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე:  ''My Group-ის შეძენა ჩვენი ეკოსისტემის სტრატეგიას საკმაოდ აჩქარებს. ეს ჩვენს ციფრულ საქმიანობას საქართველოს ბაზარზე საგძნობლად გაზრდის და დიდი რაოდენობით ახალ მომხმარებლებზე წვდომას უზრუნველყოფს''.

My Group-ის თანადამფუძნებელი ლაშა გიგითელაშვილი: ”ჩვენ აღფრთოვანებული ვართ საქართველოს უმსხვილეს ბანკთან პარტნიორობით და ბენეფიტით - მსოფლიო დონის ციფრული შესაძლებლობებით სარგებლობისა და ეკოსისტემის განვითარებაში თანამონაწილეობისთვის. მოუთმენლად ველოდები, რომ My Group შემდეგ საფეხურზე გადავა და ჩვენს კლიენტებს ახალ გადაწყვეტილებებსა და მომსახურებას შევთავაზებთ’’.


ცნობისათვის, My Group-ი საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი პლატფორმაა, მის შემადგენლობაში შედის: myauto.ge, myhome.ge, mymarket.ge და myjobs.ge, რომლებსაც, ოფიციალური ინფორმაციით, ყოველთვიურად, 1.7 მილიონი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს. 2018 წელს, ჯგუფის აქტივები 3.3 მილიონ ლარს, ამონაგები კი, 4 მლნ ლარს შეადგენდა.


My Group-ი 2002 წელს ძმებ ლაშა და კახა გიგიტელაშვილების მიერ დაფუძნდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა