თიბისი ბანკმა და ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, არსებული საკრედიტო ხაზის 25 მლნ ევროთი გაზრდის შესახებ.
როგორც BM.GE-ის ბანკიდან აცნობეს, ჯამში, თიბისიმ ევროპის საინვესტიციო ბანკისგან, არსებული საკრედიტო ხაზის ფარგლებში, 81 მლნ ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც 7 წლის განმავლობაში Covid 19-ით დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას მოხმარდება. სესხები ბიზნესებისთვის ევროში, აშშ დოლარსა და ლარში გაიცემა, დაფინანსების საჭიროებიდან გამომდინარე.
“ვამაყობ წარმატებული თანამშრომლობით ევროპის საინვესტიციო ბანკთან, რომელიც რვა წლის წინ დაიწყო. ევროპის საინვესტიციო ბანკი ამ რთულ პერიოდშიც განაგრძობს ჩვენს გვერდით დგომას და თიბისის დახმარებით კრიტიკულად მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს იმ ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
“როგორც ევროკავშირის ბანკი, ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს და მის ეკონომიკას ამ განსაკუთრებულად რთულ დროს. ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსება გათვალისწინებულია ქართული მცირე და საშუალო ბიზნესების და ქვეყნის ფინანსური სექტორის მხარდასაჭერად, რათა პანდემიის მიუხედავად მათ შეძლონ ფუნქციონირების გაგრძელება და ქართული ეკონომიკის განვითარება“, - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტმა ტერეზა ჩერვინსკამ.
აღსანიშნავია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მფლობელობაში არსებული ერთადერთი ბანკია. EIB-ის საშუალებით ხელმისაწვდომია ჯანსაღი ინვესტიციების გრძელვადიანი დაფინანსება ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების განსახორციელებლად. მოცულობით ყველაზე დიდი მსესხებელი და კრედიტორი, ევროპის საინვესტიციო ბანკი უზრუნველყოფს მდგრადი საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას და ექსპერტულ მომსახურებას, რაც ხელს უწყობს ევროკავშირის პოლიტიკის ამოცანების შესრულებას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი