მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისი ბანკმა" უზბეკეთში საბანკო საქმიანობა დაიწყო

5ef98f9bc6564
შოთა ტყეშელაშვილი
29.06.20 10:55
951

"თიბისი ბანკმა" უზბეკეთში საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შემდეგ, საპრილოტე რეჟიმში საბანკო ოპერაციები დაიწყო. ბანკის ინფორმაციით, აგვისტოდან კი ბანკი სესხების გაცემის უფრო აქტიურ ეტაპზე გადავა. ამ დროისთვის ბანკის პირველი ფილიალი უკვე გაიხსნა, ხოლო კლიენტების მომსახურების ძირითადი წარმართვა Space-ის ციფრული არხით მოხდება. 

"თიბისი ბანკის" ინფორმაციით, უზბეკ მომხმარებლებს ბანკი წელს შემდეგ ძირითად სერვისებს შესთავაზებს:

მიმდინარე და სადეპოზიტო ანგარიშები;
ფულადი სესხები და სახელფასო სესხები;
ბარათები, მობილური ბანკინგი, ფულადი გზავნილები და კომუნალური გადახდის შესაძლებლობები. 

"თიბისი ბანკის" CEO-ს ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, უზბეკეთში საბანკო საქმიანობის დაწყება საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

"ჩვენ მოხარული ვართ, დავიწყოთ საბანკო საქმიანობა და გვაქვს იმედი და ენთუზიაზმი, რომ უზბეკეთის საბანკო სექტორის განვითარებაში ჩვენ წვლილს შევიტანთ," - ამბობს ბუცხრიკიძე. 

უზბეკეთში თიბისი ბანკის აღმასრულებელი დირექტორი სანდრო რთველაძე კი ამბობს, რომ ბეტა ტესტირების გავლის შემდგომ, ბანკი ფართო მომხმარებელს საბანკო სერვისებს უკვე აგვისტოდან შესთავაზებს. 

შეგახსენებთ, რომ "თიბისი ბანკმა" უზბეკეთში საბანკო საქმიანობის ლიცენზია აპრილში მოიპოვა.