მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისი ბიზნეს კლუბის" ვიდეოსერიები ქუთაისიდან გრძელდება

609ce61feae81
ვიქტორია მღებრიშვილი
13.05.21 12:42
449
დღეს, 12.00 საათზე თიბისი ბიზნესის ფეისბუკგვერდზე მორიგი ვიდეოსერიის ჩვენება გაიმართება. ბიზნესსაუბარი, ამჯერად, ქუთაისში მიმდინარეობს და ადგილობრივ ბიზნესებს წარმოადგენს.

თიბისის ცნობით, ვიდეოსერიის მეორე ფილმის სტუმრები იქნებიან ალექს ჩიქოვანი, სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო „ლაივის“ დამფუძნებელი, ალექსანდრე მშვილდაძე, რესტორან „აგერარის“ დამფუძნებელი, ქრისტინე ლორთქიფანიძე, საკონსულტაციო კომპანია „ანოვა“ და მარიკა თვარაძე, რესტორან „დების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ისინი ისაუბრებენ კომპანიის განვითარებისა და ბრენდინგის თავისებურებებზე, რაც ქუთაისში არსებული ბიზნესებისთვის არის დამახასიათებელი; სტუმარმასპინძლობის ქუთაისურ კულტურასა და უნიკალურ გამოცდილებაზე, რომელსაც ეს მხარე სთავაზობს ადამიანს.

ვიდეოსერიები მიზნად ისახავს "თიბისი ბიზნეს კლუბის" წევრების მხარდაჭერასა და განვითარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა საკითხზე. "თიბისი ბიზნესი" ვიდეოსერიებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან კვლავ შემოგთავაზებთ.
(NS)