24.აგვისტო .2020 16:10

"თიბისი დაზღვევა" ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებელს ახალ აპლიკაციას სთავაზობს

views 327
უკან

"თიბისი დაზღვევას" კიდევ ერთი სიახლე აქვს. დღეიდან, ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ აპლიკაციით და თავიანთი სმარტფონების მეშვეობით ციფრულად, სულ რამდენიმე წუთში მიიღონ სადაზღვევო სერვისები.

როგორც bm.ge-ის თიბისიდან აცნობეს, აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია, ჩაეწეროს ოჯახის ექიმთან, მოითხოვოს ანაზღაურება ან საგარანტიო წერილი. ასევე გაიაქტიუროს სამოგზაურო დაზღვევით გათვალისიწინებული დღეები.

კომპანიის მიზანია, დაზღვეულებმა აპლიკაციის საშუალებით ის მომსახურება მიიღონ, რომელიც სრულადაა მორგებული ადამიანის საჭიროებებზე და რაც მთავარია, ამისათვის მაქსიმალური ეფექტურობით მინიმალური დრო დახარჯონ.

ახალი აპლიკაცია დაზღვეულების ცხოვრების გამარტივებაზეა ორიენტირებული, რაც აქ და ახლა, სადაზღვევო სერვისების კიდევ უფრო მარტივად და სწრაფად მიწოდებას გულისხმობს.

აპლიკაციის გადმოწერა ძალიან მარტივია. მომხმარებელმა IOS სისტემისთვის APP Store, ხოლო ANDROID სისტემისთვის Google Play უნდა გამოიყენოს. საძიებო ველში ჩაწერეთ TBC Insurance, დააჭირეთ ჩამოტვირთვას და მიჰყევით ინსტრუქციას. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით თიბისი დაზღვევას ნომერზე: 2 42 11 11.
NS

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა