14.ნოემბერი .2019 19:11

"თიბისი დაზღვევის" ხელმძღვანელი შრომის კოდექსში ცვლილებებზე: საქართველო ამისთვის მზად არ არის

views 467
უკან

"საქართველო დღეს არ არის მწიფე იმ დოზით, რომ ასეთი რთული რეგულაციები შემოიღოს", - ასე აფასებს "თიბისი დაზღვევის" გენერალური დირექტორი პაატა ღაძაძე "შრომის კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს.

როგორც ღაძაძე BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, აუცილებელია წინასწარი შეფასების გაკეთება იმის შესახებ, თუ რა შედეგს მოგვცემს აღნიშნული ცვლილებები.

"ეს საერთოდ არ არის პრიორიტეტი დღევანდელ მოცემულობაში, თუმცა ვფიქრობ, რომ გარკვეული ცვლილებები საჭირო არის, რომელშიც ვგულისხმობ შრომის უსაფრთხოების ნაწილს, თუმცა არა ისე, რა ფორმითაც არის შემოთავაზებული, რომ საყოველთაოდ უნდა იზრუნოს და გადაიხადოს, ტვირთად დააწვეს. ასეთი ფორმატები მიღებულია დიდი ეკონომიკების და დოვლათის მქონე ქვეყნებისა და მოქალაქებისთვის.

საქართველო დღეს არ არის მწიფე იმ დოზით, რომ ასეთი რთული რეგულაციები შემოიღოს. ელემენტარულად, წინასწარი შეფასება არის გასაკათებელი, თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს დასაქმების ნაწილში და არა დასაქმებულების შენარჩუნების ნაწილში. ჩვენ თუ დასაქმების სტიმულირებას უფრო პრიორიტეტულად განვიხილავთ, ვიდრე დასაქმებულების სოციალურ გარანტიებს, მაშინ ეს ასეთი სახით ჩემი აზრით მიუღებელია", - აცხადებს "თიბისი დაზღევევის" გენერალური დირექტორი პაატა ღაძაძე.

შეგახსენებთ, რომ "შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებების ავტორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია. მომზადებული კანონპროექტი არაერთ სიახლეს ითვალისწინებს, მათ შორის ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ლიმიტების დაწესებას, მინიმალური ხელფასის ცნების კანონში ასახვას, სტაჟირების ახალ პირობებს და ა.შ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა