მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისი" ბიზნესებს ინვოისების მართვას უმარტივებს

5f5899e02eda7
ვიქტორია მღებრიშვილი
09.09.20 13:02
529
თიბისი ბიზნესებს მხარდაჭერის მიზნით, ინვოისინგის ახალ სერვისს სთავაზობს, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს იმ რუტინას, რომლის შესრულებაც კომპანიებს ყოველდღიურად უწევთ.

როგორც BM.GE-ის „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, ახალი ფუნქციონალის მეშვეობით შესაძლებელია ინვოისების, ჩარიცხვების და გადარიცხვების ეფექტური კონტროლი და რეპორტინგი. ეს ბიზნესს საშუალებას მისცემს უზრუნველყოს გაწეული მომსახურების თანხის კომპანიის ანგარიშზე დროულად ჩარიცხვა.

ინვოისების მართვის მოქნილი სქემა, რომელიც invoice.ge-მ შექმნა, ინტეგრირებულია თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკთან. მისი მეშვეობით მომხმარებელს ბიზნეს ინტერნეტბანკში შეუძლია ნახოს კომპანიის სახელზე გამოწერილი ინვოისები და გადაიხადოს ისინი.

ორი კვირის განმავლობაში აღნიშნული სერვისით სარგებლობა უფასოა, ხოლო შემდეგ კომპანიებს 5, 15 და 35 ლარიანი პაკეტების შეძენა შეეძლებათ.