მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისი" და VISA სარესტორნო ბიზნესის მხარდასაჭერად

60758ede3fbd0
ვიქტორია მღებრიშვილი
13.04.21 16:29
454
"თიბისის" და "ვიზას" ინიციატივით, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა „შექმენი შენი ონლაინ მაღაზია გრძელდება“. ამჯერად ინიციატივა გამიზნულია სარესტორნო ბიზნესის მხარდასაჭერად.

თიბისი პლატფორმა kovzy.com-თან კოლაბორაციით კვების ობიექტებს სთავაზობს საკუთარი ონლაინ გაყიდვების არხი შექმნან, საიდანაც საკუთარ პროდუქციას და მარტივად მიწვდებიან მომხმარებლებს ეფექტურად მართავენ.

დღეს კვების ობიექტები განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგანან, მომხმარებლის ქცევა იცვლება და მოთხოვნა ონლაინშეკვეთებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. Deloitte-ის, რესტორნების შესახებ 2020 წლის კვლევის მიხედვით, სწრაფი მომსახურების კერძების ციფრულად შეკვეთა რესტორნების (QSR) მომხმარებლების 60%-ს ურჩევნია.

სარესტორნო ბიზნესისთვის მომხმარებელთან უშუალო კავშირს დიდი მნიშვნელობა აქვს, პირდაპირი შეკვეთის მიღებას და შესაბამისად, საკომისიოს დაზოგვას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია განმეორებითი შეკვეთები და ლოიალური მომხმარებლის შეძენა.

შეთავაზების ფარგლებში სარესტორნო ბიზნესებს შეუძლიათ მოკლე დროში მარტივად შექმნან ონლაინრესტორანი, ამაში მათ პლატფორმა kovzy.com დაეხმარება, რომელის საშუალებითაც კვების ობიექტები ერთ დღეში შექმნიან საკუთარ ვებგვერდს და QR მენიუს, დაამატებენ კერძებს, დააინტეგრირებენ თიბისის Ecommerce ტერმინალს და დააერთებენ მიწოდების სერვისებს. ამას გარდა, კომპანიები უფასოდ მიიღებენ ფოტოგრაფის მომსახურებას, რომელიც დაასურათებს ვებგვერდზე განსათავსებელ კერძებს.

„ჩვენ ვიცით, რა სირთულეების წინაშე დგას სარესტორნო ბიზნესი, გვინდა მათ დავეხმაროთ ციფრულ ტრანსფორმაციასა და შექმნილ გამოწვევებთან გამკლავებაში. საკუთარი ვებგვერდის შექმნით ისინი შეძლებენ გაყიდვების ახალი არხის ათვისებას, რაც დისტანციურად დააკავშირებთ მათ მომხმარებლებთან“, - აღნიშნა თიბისის ბიზნესსეგმენტების მართვის ლიდერმა ნათია ვაჭარაძემ.

თიბისის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე დაგეგმილია 50 რესტორნისთვის ვებგვერდის შექმნა, რასაც თიბისი და VISA სრულად დააფინანსებენ. ბიზნესები 6 თვით თავისუფლდებიან ვებგვერდის ყოველთვიური მომსახურების გადასახადისგან, აგრეთვე, ისინი თიბისის E-commerce-ით 2 თვით საკომისიოს გარეშე ისარგებლებენ.