23.სექტემბერი .2022 15:41

"თიბისი" ზუგდიდში ბიზნესფორუმს მასპინძლობს

"თიბისი" ზუგდიდში ბიზნესფორუმს მასპინძლობს
views 293
უკან

25 სექტემბერს, ზუგდიდში, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს "თიბისი" მორიგ ბიზნესფორუმზე ეპატიჟება, რომელიც სასტუმრო "ლეთოში" გაიმართება.

ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა "თიბისისთვის" პრიორიტეტული მიმართულებებია. რეგიონული ფორუმების მიზანი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა, სექტორში მიმდინარე სიახლეების გაცნობა და ინფორმაციის მიწოდებაა. 2022 წელს ეს რიგით მეოთხე ფორუმია, რომელიც "თიბისი" ბიზნესის ორგანიზებით ჩატარდა.

ფორუმის სპიკერები დარგის გამოცდილი ექსპერტები არიან, რომლებიც ბიზნესისთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრებენ, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო შესაძლებლობებზე, ფინანსური აღრიცხვიანობის სტანდარტის დანერგვაზე, კანონმდებლობაში მნიშვნელოვან საგადასახადო ცვლილებებზე, ბრენდისა და მარკეტინგის აქტუალურ საკითხებზე.

გარდა ამისა, ფორუმის მიზანი, ბიზნესების ერთად შეკრება და მათი კომუნის გააქტიურება, ერთმანეთში აზრების და გამოცდილების გაზიარებაა. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სამეგრელოს რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგებლები, ასევე დაინტერესებული პირები თბილისიდან.

თიბისიმ უკვე ჩაატარა რეგიონული ბიზნესფორუმები გორში, ქუთაისში და ბათუმში. შეხვედრები წლის განმავლობაში ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება.

(NS)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა