მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტიკარაძის და მაჭავარიანის თანამდებობებზე დარჩენა პარლამენტის შეურაცხყოფაა" - გედევან ფოფხაძე

5e538cb228545
ინგა მურუსიძე
24.02.20 12:51
1030
"ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის თანამდებობებზე დარჩენა პარლამენტის შეურაცხყოფაა" - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მადლობით მინდოდა გამოსვლის დაწყება, რომ ეკატერინე ტიკარაძეს არ დაემსგავსა ფინანსთა მინისტრი და იგივე დამოკიდებულება არ აქვს პარლამენტისადმი. არ შეიძლება აღშფოთება დამალო ამ დამოკიდებულების მიმართ. საპარლამენტო რესპუბლიკაში ვცხოვრობთ და ეს არის კონსტიტუციის აბუჩად აგდება, როცა მინისტრი ვერ ასხვავებს რა დანიშნულება აქვს საკომიტეტო მოსმენას და სესიაზე სიტყვით გამოსვლას. თუ ამაში განსხვავებას ვერ ხედავს მინისტრი, რა პასუხი უნდა მოვთხოვოთ კითხვებზე. ამის მერე თუ ქალბატონი ტიკარაძე და ბატონი მაჭავარიანი თანამდებობებზე დარჩებიან, ეს იქნება პარლამენტის შეურაცხყოფა“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ მაჭავარიანი პარლამენტში ფრაქცია ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მიწვევით პარლამენტში დღეს უნდა მისულიყო, თუმცა არ მივიდა.

დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მინისტრს სამ საკითხზე უნდა ესაუბრა.
ეს თემებია:

1. კერძო სატელევიზიო კომპანიების „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „მაესტროს“ ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკი და აღნიშნული გრაფიკის შეთანხმების საფუძვლები.
2. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე ფინანსთა სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაცია და სამინისტროს პოზიცია.
3. საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.