26.ივნისი .2022 00:08

"ტიმეო" ლოკოკინას ექსპორტზე საფრანგეთში გაიტანს - "ქვეყანაში რამდენიმე მლნ ევროს შემოსავალს შემოვიტანთ"

"ტიმეო" ლოკოკინას ექსპორტზე საფრანგეთში გაიტანს - "ქვეყანაში რამდენიმე მლნ ევროს შემოსავალს შემოვიტანთ"
views 1431
უკან

წილკანში მდებარე ლოკოკინების გადამმუშავებელი ქარხანა „ტიმეო“ პირველ ექსპორტს საფრანგეთში, მიმდინარე წლის ივლისში განახორციელებს.

როგორც BM.GE-ს „ტიმეოს“ დამფუძნებელმა გიორგი ქადაგიძემ განუცხადა, კომპანიამ ხელშეკრულება ყველაზე დიდ ფრანგულ კომპანია „ესკალთან“ გააფორმა, რომელიც საფრანგეთის ბაზარზე მოლუსკებისა და თევზეულობის მხრივ ლიდერი კომპანიაა. „ესკალი“ ქართული საწარმოს მიერ გადამუშავებულ ლოკოკინას სრულიად შეისყიდის.

„ჩვენ საფრანგეთში ხელშეკრულება ამ მიმართულებით ყველაზე დიდ მოთამაშესთან გავაფორმეთ. ეს კომპანია „ესკალია“. „ტიმეომ“ ორი კვირაა, რაც აქტიურად დაიწყო მუშაობა და უკვე მაცივარში გასაგზავნი პროდუქტი გვაქვს შენახული. ვემზადებით პირველი ექსპორტისთვის, რომელსაც ივლისის თვეში განვახორციელებთ. ფრანგ პარტნიორებს ორ პროდუქტს - ორჯერადად მოხარშულ ლოკოკინის ხორცს და სტერილიზებულ ნიჟარებს მივაწვდით.

ლოკოკინების ბიზნესი ძალიან პერსპექტიულია. ბაზარი ნიშურია, მაგრამ ძვირადღირებული. პროდუქტის ექსპორტით ქვეყანაში რამდენიმე მილიონი ევროს შემოსავალს შემოვიტანთ“ - ამბობს გიორგი ქადაგიძე.

ცნობისთვის: ველური ლოკოკინის გადამმუშავებელი ქარხანა „ტიმეო“ სოფელ წილკანში გაიხსნა. პროექტის ინვესტიციამ 7 მლნ ლარი შეადგინა. ქარხანა წლიურად 1000 ტონა ლოკოკინის გადამუშავებას გეგმავს, რომელსაც სრულიად საექსპორტო ბაზრებზე გაყიდის. აღსანიშნავია, რომ კომპანია ნედლეულს მოსახლეობისგან, კერძოდ, კილოგრამს 1.30 ლარად, იბარებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა