მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თითქმის ყველა მთავრობას ავიწყდება, რომ ეკონომიკა ზიარჭურჭელია" - ეკონომისტი

60aa0b05f0fa7
თამთა ჯიჯავაძე
23.05.21 12:50
765
დასაქმების გაზრდა, ისევე როგორც, მაგალითად, კონკურენციის ხელშეწყობა ან კორუფციის პრევენცია არის საშუალება და არა მიზანი. როგორც კი მიზნად აქცევ, გექნება ან მოკლევადიანი/მოჩვენებითი შედეგები ან საერთოდ არ გექნება, - ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის ეკონომისტი მიხეილ კუკავა „ფეისბუქზე“ წერს.

როგორც ის აღნიშნავს, თითქმის ყველა მთავრობას ავიწყდება, რომ ეკონომიკა ზიარჭურჭელია.

„როგორც კი პირდაპირ იწყებს დასაქმების გაზრდაზე ზრუნვას, მაგალითად, ბიზნესის სტიმულირებას შექმნას სამუშაო ადგილები, იქვე ხშირად სხვას აშავებს (ბაზარს ამახინჯებს და ა.შ), რაც გადაწონის ამ სამუშაო ადგილების შექმნის ეფექტს. როცა ეს პირდაპირი სტიმულები ქრება, ქრება სამუშაო ადგილებიც.

მთავრობამ დასაქმების გაზრდაზე უნდა იზრუნოს ირიბად: ეკონომიკის სტიმულირებაზე ორიენტირებული საგადასახადო პოლიტიკით, რისთვისაც სექტორების/ინდუსტრიების პულსზე უნდა ეჭიროს ხელი, რეგულირების კიდევ უფრო გამარტივებით, სასამართლო და საარჩევნო რეფორმით.

პირდაპირ დასაქმების გაზრდაზე ორიენტირებული (მონეტარული) პოლიტიკა შეიძლება მხოლოდ ცენტრალურმა ბანკმა გაატაროს, თუ, ცხადია, ექნება შესაბამისი მანდატი.

დასაქმების გაზრდა, ისევე როგორც კონკურენციის ხელშეწყობა ან კორუფციის პრევენცია არცერთ წარმატებულ ქვეყანას მიზნად არ უქცევია. არც ჩვენ უნდა ვაქციოთ“, - წერს მიხეილ კუკავა.