მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თითქოს ივანიშვილი იყო კაბაში" - რას იხსენებს ექიმი გახარია-ტიკარაძესთან შეხვედრიდან [Video]

5df4a82699df3
თელარა გელანტია
14.12.19 13:51
6147
კლინიკა "გულის" მფლობელის ანზორ მელიას თქმით, რამდენიმე დღის წინ, მთავრობის 520-ე დადგენილებაზე, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრიც ესწრებოდა, ეკატერინე ტიკარაძემ ის გაოცებული დატოვა.

ანზორ მელიამ bm.ge-სთან დახურული შეხვედრის ერთ-ერთი ეპიზოდი გაიხსენა.

"პრემიერთან მიღებაზე გაოცებული დამტოვა (ჯანდაცვის მინისტრმა) - თითქოს ივანიშვილი იყო კაბაში, ისე იქცეოდა. ახალგაზრდა ქალბატონი, ექიმი ასე არ უნდა ელაპარაკებოდეს თავის კოლეგებს. ბევრი მინისტრი მინახავს მოსული და წასულიც, მაგრამ მე იმ დღეს შოკირებული ვიყავი მისი მოქცევით... ერთს გეტყვით - როდესაც პრემიერ-მინისტრს ავუხსენი ყველაფერი, საქმის კურსში ჩავაყენეთ, რატომ ვართ უკმაყოფილო ამ 520-ე დადგენილებით და დეტალურად, მაგალითებით ვუთხარი, რომ წამლით დაფარული სტენტი რომ ჩავუყენოთ ავადმყოფს, 1800 ლარად არის განფასებული-მეთქი, ხოლო მე მიჯდება 2050 ლარი-მეთქი, ანუ 250 ლარით მე წაგებაში ვარ-მეთქი. ნუ ერთ-ორი ოპერაცია შეიძლება გააკეთო წაგებაზე, მაგრამ მუდმივად ხომ ვერ გააკეთებ-მეთქი... ამის შემდეგ პრემიერმა თქვა, რომ ამ ადამიანმაო, მოკლე დროში ამიხსნა დეტალურად ყველაფერი, რაც ვერ გამაგებინა 10 დღეა ჯანდაცვის სამინისტრომო... მე ვიცოდი, რომ თქვენ აუჩუყებდით პრემიერს გულს, მაგრამ მე ვერ ამიჩუყებთო, თქვა ჯანდაცვის მინისტმა. მე ვუთხარი, რომ ეს ვიცოდით და ამიტომ ვითხოვდით პრემიერთან მოსვლას-მეთქი. ჩემზე პრემიერმა დატოვა კარგი შთაბეჭდილება", - ამბობს “გულის” მფლობელი.

მისივე თქმით, 520-ე დადგენილების გამო, გეგმიურ ოპერაციებს არ აკეთებენ და მხოლოდ მწვავე პაციენტებს ემსახურებიან. გეგმიური ოპერაციების შეჩერებაზე საუბრობენ კლინიკა "ღია გულშიც" და სხვა კლინიკებიც.