მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თითქოს პროცესი დაიძრა" - მარგველაშვილი "ნამახვანჰესზე"

60c5a29b1a0d9
BM.GE
13.06.21 10:23
724

ორგნიზაცია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დირექტორი, მურმან მარგველაშვილი ნამახვანჰესის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გუშინ რთული და საინტერესო მოლაპარაკებები შედგა და თითქოს პროცესი დაიძრა, თუმცა ამ პროცესში მურმან მარგველაშვილი ყურადღებას მთავრობის როლზე ამახვილებს. 

"გუშინ ძალიან რთული და საინტერესო დღე იყო ნამახვანჰესის მოლაპარაკებებზე, რომელსაც დამკვირვებლის სტატუსით ვესწრებოდი. ენერგეტიკულმა გაერთიანებამ კარგად იმუშავა და პირველადი შედეგიც არის. არის პირობები, შეთანხმებები, შესასრულებელი სამუშაო დავალებები. თითქოს პროცესი დაიძრა, ოღონდ მუშაობა და სიფრთხილე სჭირდება შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით მთავრობის მხრიდან. რიონის მცველებმა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა აჩვენეს რასაც ყველა დამსწრეზე ვერ ვიტყვი.

ღმერთო, იქნებ დავიწყოთ ქართველებმა ერთმანეთთან ლაპარაკი და საქმის სწორად კეთება"- აცხადებს მარგველაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეულმა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრმა ნამახვანიჰესის პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პირველი შეხვედრა გუშინ ჩაატარა.

ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები და ხელისუფლების წარმომადგენლები სამი პირობის შესრულებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ თითქმის რამდენიმესაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელმა დირკ ბუშლემ განაცხადა. მისი განმარტებით, შეხვედრაზე წინააღმდეგობრივი აზრები ისმოდა, თუმცა მხარეებმა რამდენიმე საკითხზე ჩამოყალიბება მოახერხეს.



“მოვახერხეთ შეთანხმება 3 საკითხზე: 1) ვაწარმოებთ რისკების შეფასებას ნამახვანჰესთან დაკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავარობასთან ერთად და თუ გამოვლინდება ეს რისკები, შემდეგ ერთად შევეცდებით აღმოფხვრათ ისინი. 2) მეორე საკითხი ეხებოდა რიონის ხოებაში არსებულ სიტუაციას, იმას, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ სიტუაციის დეესკალაცია – შევთანხმდით, რომ ადგილზე მოიხსნება ბარიერები და იქნება უზრუნველყოფილი ადამიანების კონსიტიტუციური უფლება გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით. 3) მესამე საკითხი ეხება ენერეგოუსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრას საქართველოში. შევთანხმდით, რომ მთავრობა შეიმუშავებს 10–წლიან დოკუმენტს, რომელშიც გაწერილი იქნება მათ შორის ჰიდროელექტროსადგურების წილი”,– განაცხადა დირკ ბუშლემ.