მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტონობით მოსავალი გადავყარე... ჩემს სოფელში ვერ გავაკეთე კოოპერატივი“ - ხანიშვილი

60d5797442d0d
ვიქტორია მღებრიშვილი
25.06.21 10:35
1838
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის - „COVID-19 პანდემიის გავლენა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე“ - ფარგლებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის კუთხით კოოპერატივების შექმნის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, რომ თავადაც ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და შესაბამისად, ეს გამოწვევა მასაც აქვს.

„მე თვითონ ფერმერი ვარ და გადაყრილ კარტოფილზე, პომიდორსა და კომბოსტოზე, რომ ვსაუბრობ, მე გადავყარე ის ათეულობით ტონა და კიდევ ბევრმა ჩემნაირმა, მაგრამ ეს ჩემი გათვლების შედეგი და შეცდომაა. ჩემს სოფელში ვერ გავაკეთე კოოპერატივი, ამის დაჯერება არ უნდათ, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის. ბაზარს მუდმივად, რომ 15-ლარიანი მარწყვი მიაწოდო, საზოგადოება ამას ვერ იტანს. როდესაც საზამთრო 20 თეთრი ღირს, 100 000 ტონას ყიდი, ხოლო როდესაც 1.5 ლარი ღირს, იმის მესამედს ვერ გაყიდი. ყველაფერი ხომ ერთმანეთთან კავშირშია... რეალურად, ცოდნის დეფიციტთან მივდივართ. ფერმერს, რომ ვეკითხებით, რამდენს ხარჯავენ 1 ჰა-ზე ატმის მოყვანაში, ვერ გვპასუხობენ, ამ დროს უნდა იცოდნენ დანახარჯები და რენტაბელობა რა იქნება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ეს საკითხი ათწლეულების მანძილზე ვერ მოგვარდა.

„გვინდა მხარდაჭერა, რომ ფერმერები გაერთიანდნენ. ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე საუბრობდა კოოპერატივების მნიშვნელობაზე, ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ოღონდ წინ არ წავსულვართ. კოოპერაციის მთელი შინაარსი ფასწარმოქმნის მექანიზმის რეგულირებაა, სადაც ორი ფასია - ის, რითიც კოოპერატივის შიგნით ხდება მიწოდება და რომლითაც მის გარეთ ხდება რეალიზება. ქვეყანაში არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ სისტემური პროექტების გარდა ნებისმიერი მიმართულებით სუბსიდირება მოხდება.

ბიზნესი უნდა განვითარდეს. ხელოვნური ჩარევა იმაზე, რომ შევზღუდოთ საქართველოში საზამთროს იმპორტი, ყოველთვის არასწორია. პრობლემის სათავე ჩვენშია. ადამიანები უნდა გაერთიანდნენ წარმოების მოცულობის ზრდისთვის. ერთეულ შემთხვევებში ცეცხლის ჩაქრობა რთული და ძნელია“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.